weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

აფხაზეთში ნარკოდანაშაულისთვის სიკვდილით დასჯა შემოიღეს

18:56 ხუთშაბათი, 04 აპრილი 2019

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. ცვლილებების თანახმად, ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გადატანა სამუდამო პატიმრობით ან სიკვდილით დაისჯება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი დბარია. კანონი მესამე მოსმენით მიიღეს და ის ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან შევა.

დეპუტატ ვალერი აგრბას თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ის იქნება, რომ ახალი კანონით შეუძლებელი იქნება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვისთვის მისჯილი სასჯელის შემსუბუქება.

„თავისუფლების აღკვეთასთან, გარკვეული თანამდებობების დაკავების უფლებასთან ან ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, შემოღებული იქნება სასჯელის უმაღლესი ზომა - სამუდამო პატიმრობა და სასჯელის განსაკუთრებული ზომა - სიკვდილით დასჯა“, – განაცხადა აგრბამ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 2007 წელს სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოცხადდა, რომელიც დღემდე ძალაშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]