weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

დეპუტატ ლომარ ნიგურიანის მკვლელობისთვის მის ბიძაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

13:34 შაბათი, 06 აპრილი 2019
ფოტოზე ლომარ ნიგურიანი ფოტოზე ლომარ ნიგურიანი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მესტიის საკრებულოს წევრის, ლომარ ნიგურიანის მკვლელობაში ბრალდებული მამუკა ნიგურიანი დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მამუკა ნიგურიანი, რომელიც მოკლულის ბიძაშვილია, ამ დრომდე მიმალვაშია. მისი ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

მოსამართლე შოთა ბიჭიას განაჩენს არ ეთანხმებიან ლომარ ნიგურიანის ოჯახის წევრებიც. ტელეკომპანია „ოდიშის“ ინფორმაციით, მათ განაცხადეს, რომ ხელისუფლება მკვლელს ხელს აფარებს. განაჩენს ისინიც გაასაჩივრებენ.

„საკუთარი შვილის და ამდენი ადამიანის თვალწინ ჩაცხრილული ლომარ ნიგურიანის მკვლელს დღეს ჩვენი ქვეყანა და სასამართლო უსჯის მხოლოდ და მხოლოდ 13 წელს. როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში ცხოვრობდე“, – ამბობს მოკლულის და, ეკა ნიგურიანი „ოდიშთან“ ინტერვიუში.

მესტიის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლომარ ნიგურიანი 2017 წლის 25 დეკემბერს მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. მოკლულის ახლობლების განცხადებით, მეზობლად მცხოვრები ნიგურიანებს შორის დაპირისპირების მიზეზი მამუკა ნიგურიანის ეზოში თოვლის გადაყრა გახდა.

მამუკა ნიგურიანს ბრალად ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 108 (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]