weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ონში მიწისძვრა მოხდა

22:05 კვირა, 07 აპრილი 2019

საქართველოში დღეს, 7 აპრილს მიწისძვრა განმეორდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დედოფლისწყაროს შემდეგ, 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ონში იყო. მიწისძვრა 21:37 საათზე დაფიქსირდა.

კახეთის რეგიონში, კერძოდ, დედოფლისწაროს მუნიციპალიტეტში 4.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 12:27 საათზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ნგრევა არცერთ მიწისძვრას არ მოჰყოლია.

ცნობისთვის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რაჭაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ონიდან სამ კილომეტრში, 2 აპრილს დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]