weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბათუმში საფლავები გაძარცვეს

14:22 ორშაბათი, 08 აპრილი 2019

ბათუმში, ფერიის მთაზე საფლავები გაძარცვეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ბოლო 4 დღეში 6 საფლავი დახვდათ გაძარცვული. ამ დრომდე დაუდგენელ პირებს ბრინჯაოსა და სპილენძის ბარელიეფები აქვთ წაღებული.

სასაფლაოს არც დაცვა ჰყავს და არც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მიცვალებულისადმი უპატივცემულობას გულისხმობს. ასეთი ქმედება, რომელიც ჯგუფურად არის ჩადენილი, სამ წლამდე პატიმრობით ისჯება.

ეს აჭარაში საფლავების ძარცვის პირველი შემთხვევა არ არის. მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ქობულეთშიც.  

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]