weather cur horoscope tv
ივლისი 29, 2021

ოზურგეთში ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

17:21 სამშაბათი, 09 აპრილი 2019 hits 651

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურთან შერეული ტყე იწვის. საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ წინასწარი ინფორმაციით, 20 ჰექტარია დამწვარი.  

ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში, სახანძრო-სამაშველო ტექნიკასთან და ცოცხალ ძალასთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც არის ჩართული.

„იწვის ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები. ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]