weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ახმეტაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

18:32 სამშაბათი, 09 აპრილი 2019

ახმეტაში, 9 აპრილის სახელობის სკვერში, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ ზაზა მიგრიაულმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას.

ადგილზე აღევლინა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი, გაიმართა თემატური ღონისძიება, სადაც ახალგაზრდებმა 30 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და თავისუფალ საქართველოში ცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას, საბჭოთა არმიამ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, დაიღუპა 21 ადამიანი და ათასობით მოქალაქე დაშავდა.

[R] ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]