weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქართველებს აფხაზეთში მემკვიდრეობის მიღების უფლებას ართმევენ

14:23 ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრის, რაულ ლოლუას კანონპროეტით, „აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მებრძოლი მოქალაქეების“ ოჯახის წევრებსა და ნათესავებს აფხაზეთში მემკვიდრეობის მიღების უფლება არ ექნებათ.

აქამდე, დე ფაქტო რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსით მემკვიდრეობის უფლება მხოლოდ მათ არ ჰქონდათ, ვინც „აფხაზეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ ან/და იბრძვიან, მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში ან ქართველებს ეხმარებოდნენ“. შეზღუდვა მათი ოჯახის წევრებზე არ ვრცელდებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კანონპროექტის წარდგენისას ლოლუამ განმარტა, რომ ვეტერანები და მოქალაქეები ჩივიან, თითქოს ქართველი ეროვნების პირები, რომლებიც აფხაზეთში ომამდე ცხოვრობდნენ, მათთან მიდიან და ქონებაზე პრეტენზიას აცხადებენ.

„მემკვიდრეობის უფლების განყოფილებაში არის პრობლემები და გთავაზობთ აღნიშნული მუხლი შევავსოთ ისე, რომ ოჯახის წევრებსაც არ შეეძლოთ საცხოვრებლის გადაფორმება, რომ მათი განცხადებები განსახილველად არ მიიღებოდეს. იმიტომ, რომ ახლა ეს მოქალაქეები უკვე ცდილობენ მშობლების სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეობის მიღებას: საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრები იფორმებენ მემკვიდეობას, ჩამოდიან აქ და დოკუმენტები ნოტარიუსთან მიაქვთ. ასეთი შემთხვევები ცოტა არ არის, თუმცა არც მასობრივი ხასიათი აქვს, მაგრამ ჩვენ რეაგირება უნდა მოვახდინოთ. შესაბამისი მუხლი არსებობს, უნდა ვიმუშაოთ მასში ისეთი მექანიზმების შეტანაზე, რომლებიც ამ კატეგორიის ადამიანების ნათესავებსა და ოჯახის წევრებს მემკვიდრეობით მიღებული ქონების გადაფორმების საშუალებას არ მისცემს“, – ციტირებს „სპუტნიკ აბხაზია“ რაულ ლოლუას განცხადებას.

ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]