weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს – Daily Sabah

11:28 ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019

თურქეთის უშიშროების ძალებმა, იზმირის პროვინციაში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად უცხო ქვეყნის 10 მოქალაქე დააკავეს, რომელთაც ბრალად ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ (დაეში) კავშირი ედებათ. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Daily Sabah ავრცელებს.

სპეცოპერაცია გუშინ, 10 აპრილს ჩატარდა. დაკავებულთაგან 9 იდენტიფიცირებულია როგორც სირიელი, ერთი კი ქართველია. Daily Sabah-ის ცნობით, მათ კავშირი ჰქონდათ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებთან სირიაში.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია არალიცენზირებული იარაღი, ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ციფრული მასალები და ნაღდი ფული.

ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად დაახლოებით 2 ათასი ადამიანი დააკავეს,7 ათასი ქვეყნიდან გააძევეს, ხოლო 70 ათასამდე პირი, რომლებიც ტერორისტულ ჯგუფთან კავშირში იყვნენ ეჭვმიტანილები, ქვეყანაში არ შეუშვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]