weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

შავი ზღვის სანაპიროზე მაშველებმა 12 ადამიანი გადაარჩინეს

21:15 ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017
შავი ზღვის სანაპიროზე მაშველებმა 12 ადამიანი გადაარჩინეს ფოტო © "ბათუმელები"

აჭარაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ხუთ ბალამდე შტორმი ფიქსირდება. აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს მაშველებმა ზღვაში დახრჩობას 12 ადამიანი გადაარჩინეს. სანაპიროზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია, თუმცა დამსვენებლების ნაწილი აკრძალვას არ ემორჩილება.

"12 გადარჩენილს შორის ძირითადად ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი დამსვენებლები არიან, რაც ზღვაში ბანაობის დროს დაუშვებელია. ყველაზე მძიმე მდგომარეობა იყო "ანბანის კოშკის" წინ, სადაც მაშველებმა სიცოცხლის რისკის ფასად 2 დამსვენებელი გადაარჩინეს. პირადი შემადგენლობა მზად არის, რომ დამსვენებლებს მოემსახუროს, რათა უსაფრთხოდ დაისვენონ. მათ თხოვნით მივმართავ, რომ დაემორჩილონ მაშველების მოთხოვნებს და გაითვალისწინონ ამინდის ცვლილება", - განაცხადა აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ მამუკა თურმანიძემ.

მისივე ინფორმაციით, საშტორმო მდგომარეობა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ხვალ საღამომდე შენარჩუნდება.

საზღვაო სეზონის განმავლობაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სულ 135 მაშველია მობილიზებული. სანაპიროზე ისინი გათენებიდან დაღამებამდე მუშაობენ. ხოლო ღამით, როდესაც მხედველობის არეალი შეზღუდულია, რეაგირება 112-ზე შესული ზარების საფუძველზე ხდება.

მთელი საქართველოს მასშტაბით ამინდი დღეს გაუარესდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +28°-მდე ჩამოვა. მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება. არამდგრადი ამინდი და დაბალი ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 8 ივლისის ჩათვლით შენარჩუნდება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]