weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2020

ვატო შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა „ქართული ოცნება“ დატოვეს

11:58 ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019 hits 378

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა, ვახტანგ (ვატო) შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეს. როგორც მათ განაცხადეს, პოლიტიკურ საქმიანობას დავით მაღრაძის საზოგადოებრივ მოძრაობა „დაიცავი საქართველოსთან“ ერთად გააგრძელებენ.

„სამწუხაროდ უკანასკნელ პერიოდში თვალს ვადევნებთ მორალური ფასეულობების გადახედვის მცდელობას. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა, მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

ვახტანგ შაქარიშვილი თბილისის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 2017 წლიდან წარმოადგენს, ჯაბა ჯიშკარიანი კი 2014-2017 წლების მეხუთე მოწვევისა და 2017 წლიდან მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]