weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გორში, ავტომაგისტრალზე საწვავმზიდი დაიწვა – დაიღუპა მძღოლი

11:04 პარასკევი, 12 აპრილი 2019

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, საწვავის გადამზიდ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად სატვირთოს მძღოლი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რასაც აფეთქება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ გარდაცვლილი შუახნის მამაკაცი საქართველოს მოქალაქე იყო.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამ დროისთვის ავტობანზე ხანძარი ლიკვიდირებულია და მოძრაობა აღდგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]