weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება დაიწყო

11:35 ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით შეიარაღებულ ძალებში იწვევს 35 წლამდე ასაკის მოქალაქეებს და მათ 4 წლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს.

განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს: პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი); სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (წვევამდელის მოწმობა); ფოტოსურათი 3X4 - 2 ცალი;

საბუთების მიღება წარმოებს 2017 წლის 5 ივლისიდან 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ქ. თბილისში მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“-ს ბაზის ტერიტორიაზე.

საკონტაქტო ტელ: 595 050685; 595 050673. შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაცია: onlinebct.mod.gov.ge

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები: რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, იმყოფებიან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე და არ შესრულებიათ 27 წელი; რეზერვში მყოფ რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა (მიჩმანთა) პირადი შემადგენლობა 35 წლამდე.

სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში ანაზღაურებას მიიღებენ. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.  ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით.

ანაზღაურების გარდა, საკონტრაქტო სამხედრო სამსახური კარიერული ზრდის საშუალებასაც იძლევა. სამხედრო მოსამსახურეს ასევე შეუძლია პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, აითვისოს უცხო ენა და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ოპერაციებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]