weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბავშვთა ანსამბლის 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი – სამინისტრო ისრაელში „გორდას“ არშეშვებაზე

13:58 ორშაბათი, 15 აპრილი 2019

ბავშვთა ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „გორდა“ ისრაელში არ შეუშვეს. ანსამბლის ერთ-ერთი წევრის ახლობლები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან აცხადებენ, რომ ანსამბლი, რომლის შემადგენლობაშიც ბავშვები და მშობლები არიან, ფესტივალზე მიდიოდა, საქართველოს მოქალაქეებს საბუთებიც წესრიგში ჰქონდათ, თუმცა ქვეყანაში შესვლაზე მაინც უარი მიიღეს.

„დილის 11 საათიდან საღამოს 10 საათამდე აყურყუტეს. ვითომ ამოწმებდნენ. ბოლოს, მოჰკიდეს ბავშვებს და ყველას ხელი და შეყარეს სადეპორტო ციხეში, სადაც საჭმელი არ არის, წყალი არ არის, ტუალეტი არ არის. არის გაუსაძლისი მდგომარეობა“, – ამბობს „რუსთავი 2“-თან ანსამბლის ერთ-ერთი წევრის ახლობელი.

ისრაელში საქართველოს მოქალაქეების არშეშვებასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ანსამბლის შემადგენლობას უკან 17 აპრილს დააბრუნებენ.

„მესაზღვრეებისათვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი ისრაელში მიდიოდა საბავშვო ფესტივალზე მონაწილეობის მიზნით და მისი 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი, დანარჩენი კი 25 წლის ზემოთ პირები.

ისრაელში საქართველოს კონსული ესაუბრა ჯგუფის ხელმძღვანელს. ისრაელის მხარე, იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ბავშვები, თანახმა იყო მიეცათ შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის შეეძინათ ბილეთები საქართველოში დასაბრუნებელ უახლოეს რეისზე, თუმცა მშობლებმა აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად კომპანია myway, რომლის მეშვეობით ისინი ჩამოვიდნენ ისრაელში, თბილისში უახლოესი შემდგომი რეისი აქვს 17 აპრილს 13:30 საათზე“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს თანახმად, 5 ბავშვიდან 3-ს თან ახლავს ორივე მშობელი და მხოლოდ ორი ბავშვია მშობლის გარეშე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]