weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

16-18 აპრილს წვიმა, სეტყვა და ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი

15:46 ორშაბათი, 15 აპრილი 2019

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

17 და 18 აპრილს ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ქარბუქი, ზღვაზე 3-4-ბალიანი ღელვა.

„მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]