weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გორში სტალინის ძეგლის აღდგენა ძალიან კარგი იქნებოდა – ტურიზმის ცენტრის უფროსი

17:00 ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019

გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის უფროსმა, ქეთევან იარდალაშვილმა განაცხადა, რომ გორში სტალინის ძეგლის აღდგენა ძალიან კარგი იქნებოდა. მისი თქმით, სტალინის მიმართ ტურისტების ინტერესი დიდია.

„ძალიან კარგი იქნებოდა, ეს ძეგლი რომ იყოს, სანახაობრივად პირველ რიგში და მოხდეს აღდგენა [...] გნებავთ, პირვანდელი ფორმა რომ დაუბრუნდეს. ვერ გეტყვი, რა ადგილზე იქნება, შეიძლება იმ ადგილზე აღარ იყოს, სადაც იყო... იყოს თუნდაც სტალინის ბაღში. ძალიან დიდია ინტერესი სტალინის მიმართ იგივე, იაპონიიდან და ჩინეთიდან“, – განაცხადა ქეთევან იარდალაშვილმა ტელეკომპანია „დიას“ ეთერში.

მისივე თქმით, სტალინის სახლ-მუზეუმი ვიზიტორთა რაოდენობით საქართველოში პირველ ადგილზეა. ყველაზე მეტი ტურისტი კი რუსეთიდან ჩამოდის. იარდალაშვილის ინფორმაციით, რუსეთს მოსდევს ჩინეთი, ირანი და პოლონეთი.

„თითქმის ყველა, ვინც გორში ჩამოდის, სტუმრობს სტალინის სახლ-მუზეუმს, მერე მიდის უფლისციხეში“, – აღნიშნა იარდალაშვილმა.

ყოფილი საბჭოთა დიქტატორის ძეგლი გორის ცენტრში 1952 წლიდან იდგა. მისი დემონტაჟი 2010 წელს მოხდა. კომუნისტური პარტიის წევრები და სტალინელები ძეგლის ხელახლა დადგმას ყოველწლიურად, სტალინის დაბადებისა და გარდაცვალების დღეებთან დაკავშირებით მოწყობილ ღონისძიებებზე ითხოვენ. ამ მოთხოვნით ისინი ხელმოწერებსაც აგროვებდნენ.

სტალინის სახელობისაა ქალაქის მთავარი გამზირი, კიდევ ორი ქუჩა კი მისი მშობლების – ეკატერინე და ბესარიონ ჯუღაშვილების სახელებს ატარებს. სტალინის გამზირისთვის სახელის შეცვლას ადგილობრივი აქტივისტები ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]