weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ახალციხეში პოლიციელს სცემეს

10:14 ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019

ახალციხის რაიონული სამმართველოს საექსპერტო–კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომელს ა.ა.-ს სოფელ ნიჯგორში სცემეს, რის გამოც საავადმყოფოში მოხვდა. გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, პოლიციელის ცემის ბრალდებით ამავე სოფელში მცხოვრები ორი პირია დაკავებული.

შემთხვევა სოფელში 13 აპრილს მოხდა. ბრალდებულების ადვოკატის, ნუგზარ სამარჯიშვილის თქმით, ჩხუბის მიზეზი პოლიციელის სამსახურეობრივ საქმიანობას არ უკავშირდება და ერთ-ერთ ბრალდებულს მასთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს. ასპინძის მაგისტრანტმა სასამართლომ ერთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის გირაო, ხოლო მეორეს 4 000 ლარი შეუფარდა.

„სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, პოლიციელი ამ დრომდე თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში წევს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]