weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

„საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

10:06 პარასკევი, 19 აპრილი 2019

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებსაც ევალებოდათ ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე ზედამხედველობა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიის დირექტორს, შესრულებული სამუშაოების საფასურად მიღებული თანხიდან, ე.წ. „ატკატის“ სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 2 440 ლარი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]