weather cur horoscope tv
მაისი 27, 2020

ლიბერთი ბანკის დაყაჩაღების ბრალდებით სამი პირი დააკავეს

14:16 შაბათი, 20 აპრილი 2019 hits 317

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა „ლიბერთი ბანკის“ ვარკეთილის ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა გახსნეს და სამი პირი - 2000 წელს დაბადებული ნ. ჯ., 1998 წელს დაბადებული გ.ხ. და 1998 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავეს. შსს-ცნობით, დაკავებულებმა იარაღის მუქარით 2030 ლარი გაიტაცეს.

„ყაჩაღებმა სხეულის დაზიანება მიაყენეს ბანკში მყოფ ორ მოქალაქეს, რომლებიც გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში, დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ბანკიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ.

მისივე თქმით, სამივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]