weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პანკისში შეტაკებისას დაშავებული ერთ-ერთი პოლიციელი თბილისში გადაიყვანეს

17:49 ორშაბათი, 22 აპრილი 2019

პანკისის ხეობაში სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის გუშინ მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებილი ერთ-ერთი პოლიციელი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში, „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს.

საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ პაციენტის თავში ჰემატომა ჰქონდა და თბილისში მისი გადაყვანა დამატებითი გამოკვლევების ჩატარების მიზნით მოხდა. მისივე თქმით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება.

პანკისში მომხდარი შეტაკების შედეგად სამედიცინო დახმარების გაწევა სულ 55 ადამიანს დასჭირდა, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს. მათი ნაწილი თელავის ორ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. ამ დროისთვის თელავის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას არავინ აგრძელებს.

სამინისტრომ ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. როგორც შსს-ში გვითხრეს, ამ დროისთვის არავინ არის დაკავებული და მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველების გამოკითხვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]