weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დიახ, გუშინ დამაკავეს, მაგრამ დავმალე – მალხაზ მაჩალიკაშვილი

21:47 ორშაბათი, 22 აპრილი 2019

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ გუშინ, როდესაც თბილისიდან პანკისში მიემგზავრებოდა, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა დააკავეს და სამი საათით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

მაჩალიკაშვილის თქმით, ეს ამბავი დამალა, რადგან არ სურდა ხეობაში ვითარება კიდევ უფრო დაძაბულიყო.

„გომბორის უღელტეხილზე რომ გადავედი, შუამთას როგორც კი გავცდი, დამხვდნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, გადმომსვეს მანქანიდან და წამიყვანეს გურჯაანის მიმართულებით, როცა ვკითხე, რატომ მიგყავართ გურჯაანში, თელავში გადამიყვანეთ- მეთქი - არაო. გზაში მოვახერხე ადვოკატთან, მარიამ კუბლაშვილთან დარეკვა. ამის შემდეგ გურჯაანიდან დამაბრუნეს ისევ თელავში. მანქანაში თავისუფლება მქონდა აღკვეთილი სამი საათის განმავლობაში“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილის თქმით, ძალოვნებს მისთვის არ განუმარტავთ, რატომ გააჩერეს და ჩასვეს თავიანთ ავტომობილში.

გუშინ, 21 აპრილს, იმ დროს, როდესაც პანკისის მცხოვრებლები ჰესის მშენებლობის განახლებას აპროტესტებდნენ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისიდან მიმავალი მალხაზ მაჩალიკაშვილი ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე დააკავეს და გურჯაანის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს. რამდენიმე საათის შემდეგ მაჩალიკაშვილი პანკისში გამოჩნდა, თუმცა დაკავების შესახებ ინფორმაცია უარყო. როგორც მან თქვა, გომბორის გზაზე სამართალდამცავებმა მხოლოდ გააჩერეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]