weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

გონიოში ზღვაში მაშველებმა 25 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

09:56 პარასკევი, 07 ივლისი 2017

გონიოში მაშველებმა ზღვაში დაკარგული 25 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ორი დღის წინ, ზღვაში ძლიერი ღელვის დროს შევიდა და ვეღარ გამოვიდა.

ორი დღის განმავლობაში მას მაშველებთან ერთად მყვინთავები ეძებდნენ, თუმცა ძლიერი შტორმი და წვიმა სამძებრო სამუშაოებს ხელს უშლიდა.

მაშველები ამ დრომდე ეძებენ ზღვაში დაკარგულ 45 წლის სპორტსმენს კობა ბაკურიძეს, რომელიც ზღვაში 3 ივლისს, „ანბანის კოშკთან“ შევიდა.

მესამე დღეა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდოგომარეობაა გამოცხადებული. სარფიდან ჩაქვამდე წითელი დროშებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ შავ ზღვაში ოთხბალიანი შტორმი დაფიქსირდა, დღეს კი შტორმის გაძლიერებაა მოსალოდნელი.

საზღვაო სეზონის განმავლობაში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სულ 115 მაშველი მუშაობს. საშტორმო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მათ 20-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]