weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

არამგონია, პუტინს სძულდეს ქართველები, კიდევ დაგვინდეს – კვიციანი

10:41 ხუთშაბათი, 25 აპრილი 2019

საქართველოს პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ქართველები არ სძულს. მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოში „რუსებმა დაგვინდეს“.

„არამგონია, რომ პუტინს თვითონ სძულდეს ქართველები. რას გვერჩის აქაც საკითხავია. თქვენ გეცოდინებათ, როგორი დაბომბვები იციან რუსებმა და როგორი თავდასხმები იციან და რადგანაც ის არ გამოიყენეს ჩვენს წინააღმდეგ, ანუ დაგვინდეს კიდევ“, – განაცხადა კვიციანმა გადაცემაში „მძიმე კაცთან“.

ემზარ კვიციანი საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრად 2016 წლის არჩევნების შედეგად აირჩიეს. ის დეპუტატი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]