weather cur horoscope tv
აგვისტო 15, 2020

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრამდე გზა გახსნეს

11:24 პარასკევი, 26 აპრილი 2019 hits 1479

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა გახსნეს. დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, მამა კირიონის ინფორმაციით, ამ დროისთვის სასულიერო პირებს, მომლოცველებსა და ტურისტებს უდაბნოს მონასტრამდე გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.

მონასტერამდე მისვლა რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლებელი იყო. მამა კირიონის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეზღუდვა დააწესეს მას შემდეგ, რაც 20 აპრილს დავით გარეჯის მონასტერში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა და უდაბნოს მონასტერი მოინახულა. ზურაბიშვილმა აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება.

არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს მონასტრამდე ახალი ბილიკი გაჰყავდათ.

საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი ამ დრომდე დადგენილი არ არის. დავით გარეჯის კომპლექსის ერთი ნაწილი საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე მოლაპარაკებების ერთ–ერთი პრობლემატური საკითხი იყო.

გუშინ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ქართული მხარე მომავალში იმუშავებს საზღვრის დელიმიტაციაზე, რაც, მისივე განმარტებით, კომისიებში ცვლილებების გამო იყო შეფერხებული. საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება და საკითხი მოლაპარაკების გზით მოგვარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]