weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ქობულეთის საავადმყოფოში საკანალიზაციო მილში გაჭედილი ემბრიონი იპოვეს

13:42 შაბათი, 27 აპრილი 2019

ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში, საკანალიზაციო მილში გაჭედილი ემბრიონი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

„ტვ 25“, რომელმაც მომხდარის შესახებ პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, იუწყება, რომ საავადმყოფოში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ დეტალებს გამოძიება სწავლობს.

არსებული ინფორმაციით, ემბრიონი მას შემდეგ იპოვეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და საავადმყოფოში შესაბამისი სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.

TV25

აჭარაში ბაზირებული დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომელიც დაარსდა 1993 წლის 15 ივნისს. მაუწყებლობის არეალი მოიცავს ბათუმს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, ოზურგეთის რაიონის ნაწილს და ზღვისპირა ზოლს სარფიდან ქალაქ ფოთამდე. ტელეკომპანიის ვებგვერდია www.tv25.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]