weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ყვარელში სეტყვამ 300 ჰექტრამდე ვენახი დააზიანა

09:49 ორშაბათი, 29 აპრილი 2019

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში სეტყვის შედეგად დაახლოებით 300 ჰექტარი ვენახია დაზიანებული. ამის შესახებ ყვარლის მერმა, როსტომ სესიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია აღწერს.

სეტყვა და ძლიერი ქარი თელავის, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გუშინ, შუადღისას დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, სეტყვამ ზარალი მხოლოდ შილდაში გამოიწვია.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში, ერთ-ერთი დაზარალებული გიორგი შალოშვილი ამბობს, რომ სეტყვა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

„ყურძენი, რაც ჰქონდა გამოტანილი, სულ დაგდებულია. პლუს, დაზიანებულია ყლორტიც, რაც მომავალი წლისთვისაც პრობლემას შექმნის. ზარალი 100%-ია, ვაზს ზედ საერთოდ აღარ აქვს ყურძენი“, - ამბობს ვენახის პატრონი.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრმა გუშინვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეციალისტები სეტყვასაშიში პროცესების განეიტრალებას ცდილობდნენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა მასშტაბის სტიქია იქნა თავიდან აცილებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]