weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

რუსი ბაიკერები საქართველოში არ შემოუშვეს

18:43 ორშაბათი, 29 აპრილი 2019
ფოო © twitter.com/RuslanLeviev ფოო © twitter.com/RuslanLeviev

საქართველოს შინაგან სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა რუსი ბაიკერები საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. ბაიკერები საზღვრის გადმოკვეთას ლარსის გამშვები პუნქტიდან ცდილობდნენ.

შს სამინისტროს განმარტებით, რუს ბაიკერებს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული მუხლის თანახმად, უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე უარი შეიძლება უთხრან, თუკი იგი არ იძლევა ინფორმაციას ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ.

ორგანიზაცია Conflict Intelligence Team-ის დამფუძნებელმა რუსლან ლევიევმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ რუსი ბაიკერებისთვის საქართველოს საზღვარი მაისის დღესასწაულებთან დაკავშირებით ჩაიკეტა.

„ნაცნობები წერენ, რომ 27 აპრილიდან საქართველომ საზღვარი ჩაკეტა რუსეთიდან ჩამოსული მოტოციკლისტებისთვის მაისის დღესასწაულების პერიოდში. უკან აბრუნებენ ოფიციალური უარით. 10 მაისამდე საზღვარი ჩაკეტილი იქნება“, - წერს ლევიევი.

ის ასევე აქვეყნებს დოკმენტის ფოტოს, სადაც უარის თქმის მიზეზია განმარტებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]