weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 28 წლისთავს აღნიშნავს

10:52 სამშაბათი, 30 აპრილი 2019

30 აპრილი ქართული არმიის დღეა. საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 28 წლის იუბილეს აღნიშნავს. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმია, სწორედ, ეროვნული გვარდიის საფუძველზე განვითარდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ, ეს თარიღი განისაზღვრა ქართული ჯარის დაარსების დღედ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული არმიის დღის აღნიშვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან დაიწყება, საიდანაც თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართულ დანაყოფებს პროფესიულ დღეს მიულოცავს. მოგვიანებით, მახათას მთაზე, სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ახალი ბინების მშენებლობას საფუძველს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ჩაუყრიან.

მთავარი ღონისძიება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართება. ოფიციალური ნაწილის ბოლოს სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები – „გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გიორგი ანწუხელიძე“ გადაეცემათ. ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, სტუმრებს საშუალება ექნებათ, სამწყობრო მოედანზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერონ.

თავდაცვის ძალების იუბილეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საქართველოს თავდაცვის ძალების დღე აღინიშნება დასავლეთ სარდლობაშიც, კერძოდ, მე-2 და მე-3 ბრიგადებში სენაკსა და ქუთაისში, სადაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სკოლების ბავშვებისთვის ღია კარის დღე გაიმართება. დღევანდელ დღეს ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მარათონით და ოფიციალური მიღებით აღნიშნავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]