weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეჩერდა

17:15 სამშაბათი, 30 აპრილი 2019
ფოტო © საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფოტო © საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც 15 აპრილს დაიწყო, დროებით შეჩერდა. საავრტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 25-ე კილომეტრზე ჩამოსული დიდი ზომის ლოდების დასაშლელად საჭიროა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება.

„ამ დროისთვის, აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს. ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები 3-4 დღეში დასრულდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი და კონტარქტორი ორგანიზაცია აქტიურად გააგრძელებენ სამუშაოებს, რათა თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მაისის ბოლომდე აღდგეს“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ სატრანსპორტო გზად ითვლება. მე-18 კილომეტრიდან 72-ე კილომეტრამდე მონაკვეთი გადის რთულ კლდოვან რელიეფზე, სადაც საუღელტეხილო მონაკვეთი გზის დონიდან 2800 მეტრზე მდებარეობს. გზის სავალი ნაწილის სიგანე ხუთ მეტრამდეა, რაც ავტოტრანსპორტის მიმოსვლას ართულებს.

აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობისა და ზავსაშიშროების გამო თუშეთის გზა ოქტომბერში თითქმის შვიდი თვით იკეტება. ამ პერიოდში თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]