weather cur horoscope tv
თებერვალი 25, 2021

„იმედიდან“ გამიშვეს, რადგან პანკისელებისადმი მხარდაჭერა ღიად გამოვხატე – მაია სტეფნაძე

00:35 ხუთშაბათი, 02 მაისი 2019 hits 2302

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ მთავარი პროდიუსერი მაია სტეფნაძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც 21 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით პანკისის ხეობის მცხოვრებლებისადმი მხარდაჭერა გამოხატა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. სტეფნაძის განმარტებით, მისი სამოქალაქო პოზიცია ტელეკომპანიის „ოფიციალური და არაოფიციალური მმართველებისთვის“ მიუღებელი აღმოჩნდა.

„თქვენ გაბედეთ და სამსახურიდან გამომაგდეთ „ფეისბუქზე“ დადებული პოსტის გამო; 21 აპრილს, პანკისის ხეობაში მთავრობის ანტისახელმწიფოებრივი, დანაშაულებრივი, ქვეყნის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შეფასების გამო; იმის გამო, რომ ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია დავაფიქსირე და პანკისელების მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვედი პარლამენტის წინ. თქვენ გაბედეთ და შეეხეთ ჩემს თავისუფლებას. თქვენ დაარღვიეთ ჩემი მთავარი უფლება – სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება...

მას მერე, რაც „ფეისბუქზე“ პოსტი გამოვაქვეყნე, სამი დღის შემდეგ, დამიბარა „იმედის“ დირექტორმა, გიორგი კალანდარიშვილმა და პირდაპირ მითხრა, რომ სამსახურიდან მიშვებდნენ ჩემი სტატუსის გამო...

ამაზე მეტი ცენზურა რაღა უნდა იყოს! გამომიშვეს იმიტომ, რომ გავბედე და ჩემი აზრი ღიად გამოვხატე“, – წერს მაია სტეფნაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

სტეფნაძის თქმით, მისი სანიმუშოდ დასჯა გადაწყვიტეს: „იმედის“ ოფიციალურო და არაოფიციალურო მმართველებო, თქვენ გადაწყვიტეთ სანიმუშოდ დაგესაჯეთ, რომ ამ ხელისუფლების უტიფრად გამპრავებელი ტელევიზიის ვერცერთმა რიგითმა პატრიოტმა თანამშრომელმა და ჟურნალისტმა, სამსახურის დაკარგვის შიშით, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა ვეღარ გაბედოს“.

მაია სტეფნაძე ამბობს, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძოლებს.

ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]