weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სტიქიამ სვანეთში 4 სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა

14:49 პარასკევი, 07 ივლისი 2017
სტიქიამ სვანეთში 4 სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა ფოტო © მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა

სვანეთში, მესტიის რაიონის ოთხი სოფელი ადიში, ჭოლაში, გაღმა ხაიში და ზედა ვედი სტიქიის შედეგად გარესამყაროს არის მოწყვეტილი. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, ადიდებულმა მდინარეებმა სოფლებამდე მისასვლელი გზები დააზიანა, რამდენიმე ხიდი კი მოანგრია.

მულახის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ ჭოლაშში გადასასვლელ ხიდს ადიდებულმა მდინარემ სამაგრები და ნაპირდამცავი გაბიონი გამოაცალა, რის გამოც სოფლისკენ გადაადგილება შეუძლებელია.

იფარის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ ადიშისკენ მიმავალი საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი მდინარემ წაიღო. კახა ჟორჟოლიანის თქმით, არსებობს ხიდის სამაგრების განადგურების საფრთხეც. ხაიშის ტერიტორიულ ერთეულში ადიდებულმა მდინარემ გარესამყაროს მოწყვიტა სოფლების გაღმა ხაიშის და ზედა ვედის მოსახლეობა.

ძლიერმა წვიმამ მეწყრული და ღვარცოფული პროცესების განვითარებას ხელი შეუწყო საქართველოს სხვა მაღალმთიან რეგიონებშიც. რაჭაში, ადიდებულმა რიონმა ონის რაიონის სოფლებამდე, ღებამდე და გონამდე მისასვლელი საავტომობილო ხიდები გაანადგურა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, გუდამაყრის ხეობაში მდინარე არაგვია ადიდებული, რომელმაც ექვს სოფელთან დამაკავშირებელი 6 კილომეტრიანი გზა მთლიანად წაიღო. სტიქიის გამო საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთში. სოფლებთან ბისოსთან და ხახმატთან მეწყერია ჩამოსული, გზა ჩაკეტილია და დაგლეჯილია ელექტროენერგიის საყრდენი ბოძები. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]