weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საქართველოში ISIS-ის შესაძლო მხარდამჭერებს იდეოლოგიური და ფინანსური კრიზისი აქვთ – გომელაური

14:10 პარასკევი, 03 მაისი 2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ საქართველოში მცხოვრები „ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენები მნიშვნელოვნად შემცირდა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, გასულ წელს, საქართველოსთვის ძირითად ტერორისტულ გამოწვევას ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები წარმოადგენდნენ. სუს-ის უფროსის თქმით, ტერორისტული ორგანიზაცია აგრძელებდა დასუსტებისა და ტერიტორიული დანაკარგების შემდეგ შემუშავებული ახალი სტრატეგიით მოქმედებას.

„ტერორისტების მოქმედების მთავარ იარაღად იქცა კონფლიქტის ზონის მიღმა ტერორისტული აქტების განხორციელება და ინტერნეტის გამოყენებით პირთა რადიკალიზაცია.

ზემოაღნიშნული და სხვა ტიპის ტერორისტული საფრთხეების გამოვლენის და მათთან გამკლავების მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს. მიმდინარეობდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების დადგენა და მათი მხრიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა.

ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მცხოვრები „ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენები 2018 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა.
ორგანიზაციის სავარაუდო მხარდამჭერები განიცდიან იდეოლოგიურ და ფინანსურ კრიზისს“, – განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ტერორისტული საფრთხის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია: „შესაბამისად, საფრთხეების გამოვლენის, მათი პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]