weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ტაილანდის დელეგაცია ეწვია

14:18 პარასკევი, 03 მაისი 2019

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით ტაილანდის დელეგაცია ეწვია. სტუმრებს პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მარიამ ტურაშვილმა საჯარო რეესტრის მიღწევები, წარმატებული რეფორმები და ინოვაციური ტექნოლოგიიების დანერგვის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები გააცნო.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის პროექტი. საჯარო რეესტრი პირველი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც საჯარო სერვისებში დაიწყო ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება. ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციები კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა.

სარეგისტრაციო პროცედურების სიმარტივემ და კორუფციის აღმოფხვრამ დელეგაციის წევრების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. 

ტაილანდიის დელეგაციის შემადგენლობაში როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები შედიოდნენ. 

[R] საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]