weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

15:39 შაბათი, 04 მაისი 2019
ფოტო © RFE / RL ფოტო © RFE / RL

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვიდლოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს. მაჩალიკაშვილს უწყება დღეს გადასცეს, თუმცა ის სუს-ში არ გამოცხადდა.

„არვიცი, რასთან დაკავშირებით დამიბარეს. ორი წელია ვამბობ, რომ ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი არა, ბარდაგია. მეხუთედ ჩემი დაკითხვა ათ საათამდე გაგრძელდა. მაშინ ვთქვი, რომ მოდულის შენობაში აღარ გამოვცხადდებოდი, იმიტომ, რომ იქ სხედან ჩემი მოსისხლე მტრები. არ ვაპირებ იქ მისვლას. თუ აქვთ შნო და კაცობა, მოვიდნენ და ძალით წამიყვანონ“, – აცხადებს მაჩალიკაშვილი, რომელიც მეცხრე თვეა შვილის მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით პარლამენტთან მართავს აქციას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. უცნობია, რომელ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

გასულ წელს მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენჯერმე გამოკითხა. წელს ის ამ უწყებაში პირველად დაიბარეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]