weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

67 წლის ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს

12:47 კვირა, 05 მაისი 2019

პოლიციამ დუშეთში სექსუალური ძალადობის ბრალდებით წარსულში არაერთხელ ნასამართლევი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 34 წლის მამაკაცმა მის მეზობლად მცხოვრებ 67 წლის ქალზე სექსუალური ძალადობა სცადა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პრველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ჩადენილს ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგალში მცხოვრები 67 წლის ქალი მეზობელ მამაკაცს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სიუჟეტი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შაბათის კურიერში“ გავიდა. ქალის თქმით, მოძალადე დაემუქრა, რომ თუ ამბავს გაახმაურებდა, ძალადობას ისევ შეეცდებოდა. ტელეკომპანიის ცნობით, მსხვერპლმა პოლიციაში იჩივლა, მამაკაცი დააკავეს, თუმცა მეორე დღეს გაათავისუფლეს. ქალმა მომხდარის ტელეეთერით გახმაურება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მიხვდა, რომ დამნაშავეს არ სჯიდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]