weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

ვაჟა-ფშაველას შვილიშვილი თამარ რაზიკაშვილი გარდაიცვალა

14:10 ორშაბათი, 06 მაისი 2019

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 77 წლის ასაკში, ვაჟა-ფშაველას (ლუკა რაზიკაშვილის) შთამომავალი თამარ (გულიკო) რაზიკაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

თამარ რაზიკაშვილი ვაჟა-ფშაველას შვილის, მწერალ ვახტანგ რაზიკაშვილის შვილი იყო. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე ძმები რაზიკაშვილების სახელობის მუზეუმს. მუშაობდა ლიტერატურის მუზეუმშიც.

თამარ რაზიკაშვილს ხვალ, 7 მაისს, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. მანამდე, ვაკის სასაფლაოზე მდებარე სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]