weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სუს-ის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური დაინიშნა

16:17 სამშაბათი, 07 მაისი 2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს ახალი მოადგილე ჰყავს. ამ თანამდებობაზე შენგელი ფიცხელაური დაინიშნა. სუს-ის ინფორმაციით, ფიცხელაური დღემდე შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლად მუშაობდა. 

შენგელი ფიცხელაური 1946 წელს ახმეტის მუნიციპალიტეტში დაიბადა. 1965-1970 წლებში დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, ხოლო 1973-1978 წლებში იურიდიული ფაკულტეტი.

1983-1985 წლებში შენგელი ფიცხელაური ახმეტის რაიონის შს განყოფილების უფროსი იყო, 1985-1991 წლებში კი თბილისის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსად მუშაობდა. 1991 წლიდან 1997 წლის ნოემბრამდე ფიცხელაურს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. 1997-2002 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი. 2002-2004 წლებში ის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციის კონსულტანტთა ჯგუფის კონსულტანტი (დეპარტამენტის უფროსი) გახლდათ.

ფიცხელაურს გენერალ-მაიორის წოდება აქვს და დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით. 1993-2016 წლებში ის საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]