weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„წითელი ზონა“ და „ინტერVIEW“ შესაძლოა აჭარის ტელევიზიის ეთერში გავიდეს

18:17 პარასკევი, 07 ივლისი 2017

რადიო თავისუფლების გადაცემები, გოგი გვახარიას „წითელი ზონა“ და სალომე ასათიანის „ინტერVIEW“ ახალი სეზონიდან შესაძლოა საზოგადობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში გავიდეს. აჭარის ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის განცხადებით, ამ ეტაპზე „რადიო თავისუფლებასთან“ თანამშრომლობის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გარე წარმოების პროდუქტები აღარ გავა, რადგანაც იცვლება დამოკიდებულება თავად წარმოების პროცესის მიმართ. საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე აპირებს შიდა წარმოების პროდუქტები გამოიტანოს ეთერში. ამ შემთხვევაში განსხვავებული დამოკიდებულებაა საზოგაოდებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შემთხვევაში. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გარე პროდუქტები. ეს იქნება დავუშვათ საკუთარი ბიუჯეტიდან თუ დონორების დახმარებით. ჩვენ ვიცით, რომ როგორც „წითელი ზონის“, ისე „ინტერVIEW“-ის შემთხვევაში ძალიან დიდია საზოგადოების ინტერესი“, - განაცხადა ნათია კაპანაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „რადიო თავისუფლების“ ერთობლივი სატელევიზიო პროგრამები „წითელი ზონა“ და „ინტერVIEW“ პირველი არხის ეთერში 2015 წლიდან გადიოდა. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებელი პროგრამების შეწყვეტის მიზეზად ახალ სეზონს და ახალ პროგრამებთან დაკავშირებულ გეგმებს ასახელებს.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა ტომას კენტიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას გამაწბილებელი უწოდა. მისი შეფასებით, ამ ორ პროგრამას საჯარო დისკურსსა და პოლიტიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა. 16 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ტომას კენტიმ იმედი გამოთქვა, რომ პროგრამები არსებობას სხვა პლატფორმებზე განაგრძობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]