weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

12 მაისი ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის – იმედის დღედ გამოცხადდა

12:55 ოთხშაბათი, 08 მაისი 2019

პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ შესატანი, მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილება დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე იქნება. კანონპროექტს მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მთავრობის განმარტებით, 2000 წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა ქვეყნის თვითმყოფადობა, კულტურა და ისტორია.

„საქართველოს მოსახლეობისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობა უმნიშვნელოვანეს მოვლენას და შესაბამისად, ეროვნულ დღესასწაულს წარმოადგენს. სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის თვითმყოფადობა, შესაბამისად, ეს დღესასწაული სცილდება მხოლოდ რელიგიურ საზღვრებს და იძენს საყოველთაო ზეიმის ხასიათს. ღვთისმშობელი საქართველოს მართლმადიდებელთათვის მუდამ იყო, არის და იქნება ქვეყნის გადარჩენის უპირველესი საწინდარი, სიმბოლო ურყევი სასოებისა – ანუ იმედისა. მშვიდობისა და კეთილდღეობის იმედი, ახლობელი და გამაერთიანებელია ჩვენი ქვეყნის ყოველი მოქალაქის. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერი იქნება, რომ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულს დაერქვას – იმედის დღე“, – განმარტავს მთავრობა.

12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნებოდა, რის გამოც ეს დღე უქმედ უკვე გამოცხადებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]