weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია

10:24 პარასკევი, 10 მაისი 2019

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფრანგ კოლეგას გიორგი გახარია მასპინძლობს.

შსს-ს ცნობით, საქართველოში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსა და საფრანგეთს შორის საპოლიციო და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

„აღნიშნული თანამშრომლობის გაძლიერებას საფუძვლად დაედო, ერთი წლის წინ, გიორგი გახარიას შეხვედრა პარიზში ფრანგ კოლეგასთან, ჟერარ კოლომბთან. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთი მაღალი დონის, ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს საქართველოს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მათივე ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კრისტოფ კასტანერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შეხვდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]