weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პანკისში ჰესის მშენებელი კომპანიის ტრაქტორი ადიდებულ ალაზანს მიაქვს [Video]

10:56 პარასკევი, 10 მაისი 2019
ფოტო © სულხან ბორძიკაშვილი / Facebook ფოტო © სულხან ბორძიკაშვილი / Facebook

პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში, ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტრაქტორი, რომელსაც 21 აპრილს მომხდარი დაპირისპირების დროს ადგილობრივებმა ცეცხლი წაუკიდეს, ადიდებულ მდინარე ალაზანს მიაქვს. შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კომპანია „ალაზანი ენერჯიმ“ პანკისში, „ხადორი 3 ჰესის“ სამშენებლო სამუშაოები 21 აპრილს, პოლიციის თანხლებით განაახლა, რასაც მოსახლეობის პროტესტი და სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივებმა ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის მანქანებს, ტრაქტორს და დაწვეს. ვიდრე ისინი ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას შეძლებდნენ, ტრაქტორმა მდინარე ალაზნის კალაპოტში ორას მეტრამდე არხის გაჭრა მოასწრო ორი მეტრი სიმაღლის მილსადენის ასაგებად, რომელშიც მდინარე ალაზნის დიდი ნაწილი უნდა მოაქციონ 4.5 კილომეტრზე, ძიბახევიდან ხადორამდე.

ჰესის მშენებელი კომპანიის მფლობელის, ლაშა იორდანიშვილის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისა და ტექნიკის დაწვის შედეგად, მილიონ ლარზე მეტი ზარალი მიიღეს.

 

ამ თემაზე:

რა, როგორ და რატომ მოხდა 21 აპრილს პანკისის ხეობაში - მოვლენების ქრონოლოგია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]