weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საქართველოს აეროპორტებში საფრანგეთის საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იმუშავებენ

15:18 პარასკევი, 10 მაისი 2019

საფრანგეთში თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებული რისკების გამო, საქართველოს აეროპორტებში საფრანგეთის საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებიც იმუშავებენ, ხოლო საფრანგეთის აეროპორტებში საქართველოს საემიგრაციო სამსახური იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, უვიზო მიმოსვლა არის ბოლო ათწლეულების საქართველოს ყველაზე დიდი მიღწევა, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა მოითხოვს გარკვეული, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

„სწორედ ასეთი ნაბიჯები გადავდგით დამოუკიდებლად. მაგალითად, ქუთაისიდან პარიზის მიმართულებით რეისზე, რომელსაც ახორციელებს „ვიზეარი“. კერძოდ,

საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები, როგორც საფრანგეთიდან იქნებიან საქართველოში, ასევე საქართველოს საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილი პარიზში, მათ შორის, ლიონში სხვა ქალაქებში, სადაც კი იქნება პირდაპირი ფრენები, რათა წინასწარ მოვახერხოთ იმ რისკების შეფასება, რომელიც შეიძლება არსებობდეს შემდგომ თავშესაფრის მოთხოვნის კონტექსტში.

ვფიქრობ, რომ ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც ძირითადი ნაწილი არის პრევენციაზე მუშაობა და საფრანგეთის შს მინისტრმა რაც აღნიშნა, ტერორისტული გამოწვევები, რომელსაც ასევე, პრევენციულად ერთად უნდა ვებრძოლოთ. ორგანიზებულ და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის, რეგიონის და მთლიანად ევროკავშირის ყველაზე დიდი გამოწვევა, თანამშრომლობის გარეშე გაუჭირდება ცალკე აღებულ ქვეყნებს. ისეთ ძლიერ ქვეყანასაც, როგორიც არის საფრანგეთი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, დღეს გაფორმებული ხელშეკრულება კიდევ ერთი წინ გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში.

გიორგი გახარიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის შს მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა განაცხადა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და არ არის ნორმალური, პირველი იყოს საფრანგეთში თავშესაფრის მომთხოვნთა შორის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]