weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენ კომისიას ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს

16:26 პარასკევი, 10 მაისი 2019

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

ზალკალიანის ინფორმაციით, კომისიის პირველი სხდომა მომდევნო კვირაში გაიმართება.

„კომისიის შემადგენლობა განახლდა და დაკომპლექტებულია სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით. მიღწეულია შეთანხმება ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან, რომ მომდევნო კვირაში, სამშაბათს, ოთხშაბათს გაიმართება კომისიის პირველი სხდომა. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება, რომ ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბროთ. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ეს არის სენსიტიური საკითხი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ყოველგვარი ემოცია გვერდზე გადავდოთ და კომისიას მიეცეს შესაძლებლობა ნორმალურ ვითარებაში, ისე, როგორც ჩვენს პარტნიორობას შეეფერება, განაგრძოს მუშაობა და მიღწეულ იქნას ორივე მხარისთვის მისაღები შედეგები“, – განაცხადა ზალკალიანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]