weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თუშეთის გზაზე ჩარჩენილი 16 ადამიანი უსაფრთხო ადგილზეა

11:50 შაბათი, 11 მაისი 2019
თუშეთის გზა სოფელ ლეჩურთან / ფოტო © თელავის მერია თუშეთის გზა სოფელ ლეჩურთან / ფოტო © თელავის მერია

თუშეთის გზაზე ჩარჩენილი 16 ადამიანი აბანოს უღელტეხილზე, ე.წ. საგზაო სახლში იმყოფება. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის ინფორმაციით, მათგან ტრაქტორის 6 მძღოლია, დანარჩენები კი მწყემსები არიან.

როგორც „რეგინფოსთან“ საუბარში ლადო კახოიძემ აღნიშნა, მწყემსები ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან, რათა ცხვრის თუშეთში გადარეკვა შეძლონ.

ამ დროისთვის თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა მეცხრე კილომეტრიდან ჩაკეტილია. უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე სტორმა სოფელ ლეჩურთან, 150-200 მეტრზე გზა მთლიანად წაიღო. როგორც ლადო კახოიძე ამბობს, სავარაუდოდ იგივე მდგომარეობაა მე-14 კილომეტრზეც.

„გზის ნაცვლად მდინარის კალაპოტია. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა“, – ამბობს ლადო კახოიძე. მისივე თქმით, მდინარის კალაპოტში წყლის დონე გუშინდელთან შედარებით, დღეს მომატებულია.

თუშეთის გზის გახსნა, რაც მაისის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ ერთი ან ორი კვირით გადაიდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]