weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გალში კაცმა ე.წ. აფხაზური პასპორტი აიღო, სადაც ეროვნებად მეგრელი მიუთითეს

12:19 კვირა, 12 მაისი 2019

გალში მცხოვრებმა რობერტ გაწერელიამ ეგრეთ წოდებული აფხაზური პასპორტი აიღო, სადაც, მისივე მოთხოვნით, ეროვნების გრაფაში „მეგრელი“ ჩაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას „გალ ტვ“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, რობერტ გაწერელიამ აფხაზეთის მოქალაქის ახალი პასპორტი აიღო, სადაც, თავდაპირველად, მის ეროვნებად „ქართველი“ იყო მითითებული, თუმცა გაწერელიამ საპასპორტო განყოფილებას მიმართა და „ისტორიული სამართლიანობის აღდგენა“ მოითხოვა.

რობერტ გაწერელიას თქმით, მას ყველა ეუბნებოდა, რომ „პასპორტში“ მეგრელად არავინ ჩაწერდა, თუმცა საპასპორტო განყოფილებაში გაარკვია, რომ ამის უფლება ჰქონდა.

„ამ პასპორტის მიღების შემდეგ, არა მხოლოდ ჩემი სული, არამედ ჩემი წინაპრებიც ხარობენ, რადგან ოცნებობდნენ, რომ მეგრელად ჩაწერილიყვნენ“, – ამბობს გაწერელია „გალ ტვ“-სთან ინტერვიუში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]