weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობას ბაიკერები შეუერთდნენ

17:47 პარასკევი, 17 მაისი 2019
ფოტო © ლიბერალი ფოტო © ლიბერალი

თბილისში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ „სახალხო მსვლელობასბაიკერებიც შეუერთდნენ. მსვლელობა საპატრიარქოს ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 17:00 საათზე დაწყო და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება.

საპატრიარქოს ინფორმაციით, სახალხო მსვლელობის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი გადაიხდის პარაკლისს, „დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს“.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამავე დღეს, 2014 წლიდან, საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეც აღინიშნება, რომელიც ილია მეორემ დააწესა. ოჯახის სიწმინდის დღის გამოცხადებამდე ერთი წლით ადრე, 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შეკრებილი რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მანიფესტანტი კონტრაქციის მონაწილეებმა, მათ შორის სასულიერო პირებმა დაარბიეს.

ლგბტქი თემს დღეს საჯარო ღონისძიება არ გაუმართავს. მათი განცხადებით, ეს დღე პოლიტიკურმა და რელიგიურმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა მიისაკუთრეს და ლგბტქი ადამიანებისთვის ქუჩაში უსაფრთხო სივრცე აღარ დატოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]