weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კარწახში ფერმიდან საქონელი მოიპარეს და თურქეთში გადარეკვას ცდილობდნენ

23:23 ორშაბათი, 20 მაისი 2019
ფოტო © Jnews.ge ფოტო © Jnews.ge

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში ფერმის დარაჯს თავს დაესხნენ და 32 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გასტაცეს. Jnews-ის ინფორმაციით, მესაზღვრეებმა საქონლის დაბუნება მანამდე შეძლეს, ვიდრე თურქეთის საზღვარზე გადარეკავდნენ, თუმცა ბოროტმოქმედებმა მიმალვა მოახერხეს.

ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტოს ცნობით, დარაჯს 20 მაისს, ღამის დაახლოებით პირველ საათზე დაესხნენ თავს. სარგის გასპარიანის თქმით, ყაჩაღებმა ჯერ ძაღლი მოკლეს, შემდეგ კი შეიჭრნენ მის ვაგონში, სადაც ღამეს ათევს. გასპარიანის თქმით, თავდამსხმელები თურქულად საუბრობდნენ. მან სამი ადამიანი დაინახა.

„მთხოვდნენ, ტელეფონი მიმეცა. მე ქართულად ვუთხარი, რომ არ მივცემდი. ერთ-ერთმა თურქულად მითხრა, როგორ არ მომცემო და ავტომატის კონდახი დამარტყა. შემდეგ რაღაც შემაშხურა თვალებში.  შემოვიდა მეორეც, ხელები თოკით შემიკრეს და ხელბორკილები დამადეს, ამიკრეს პირი და წავიდნენ. მათ სამხედრო ფორმა ეცვათ. დარწმუნებული ვარ, რომ იცოდნენ ქართული, რადგან თურქულად აქცენტით საუბრობდნენ“, – ამბობს დარაჯი.

მას შემდეგ, რაც ყაჩარები წავიდნენ, სარგის გასპარიანმა თოკი გახსნა და ხელბორკილებიანი ფერმის მეპატრონის სახლისკენ წავიდა. როგორც ამბობს, მანამდე ურტყავდა თავს ფანჯარას, ვიდრე ხალხი არ გააღვიძა. მათ პოლიცია გამოიძახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ფერმის მფლობელი და ადგილობრივები აცხადებენ, რომ საზღვართან მდებარე სოფლებიდან ეს საქონლის გატაცების პირველი შემთხვევა არ არის.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]