weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორს სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

22:33 სამშაბათი, 21 მაისი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ლექტორის მიერ სტუდენტი გოგოს სავარაუდო სექსუალურ შევიწროვებაზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

მეორე კურსის სტუდენტი გოგო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. გამოცემა „ბათუმელებთან“ ის ამბობს, რომ ლექტორი სოციალურ ქსელში სწერდა და „თამამი სელფების“ გაგზავნაზე მის დაყოლიებას ცდილობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სტუდენტისა და ლექტორის მიმოწერას თან ახლავს ფოტოსურათებიც.

„ერთ ფოტოზე ლექტორი მაისურითაა, მეორე ფოტო კი წელსქვემოთაა გადაღებული და ერექციას ასახავს. ამ კადრზე კაცს შარვალი აცვია და მისი სახე არ ჩანს“, – წერს გამოცემა.

სტუდენტისგან სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ლექტორი ბრალდებას უარყოფს და „მტკნარ სიცრუეს“ უწოდებს. მისი თქმით, „ფეისბუქით“ თითქმის არ სარგებლობს და ვიღაცამ შეიძლება მისი სახელი გამოიყენა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]