weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ავტოავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

12:42 ხუთშაბათი, 23 მაისი 2019
ფოტო © ბათუმელები ფოტო © ბათუმელები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სუფსასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი და სამი მგზავრი ადგილზე დაიღუპა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს სატვირთო მანქანა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

გარდაცვლილები მსუბუქ ავტომობილში იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]