weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ქვემო ალვანში სახალხო დღესასწაული „ზეზვაობა“ 26 მაისს გაიმართება

13:25 ხუთშაბათი, 23 მაისი 2019
ფოტო © Magdalena Konik ფოტო © Magdalena Konik

სახალხო დღესასწაული „ზეზვაობა“ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში 26 მაისს გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, წელს სახალხო დღესასწაულს დაარსებიდან 60 წელი უსრულდება, გარდა ამისა, აღინიშნება ბახტრიონის ბრძოლის 360 წლისთავი. „ზეზვაობა 2019“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესაც ემთხვევა.

ღონისძიებები 11:00 საათიდან, საკულტო რიტუალით – „დალაობით“ დაიწყება. დაგეგმილია კონცერტი, საუკეთესო მოსწავლეების დაჯილდოვება და დოღი. „ზეზვაობაზე“ წარმოდგენილი იქნება ტრადიციული თუშური სამზარეულო, გამოიფინება და გაიყიდება ხალხური რეწვის ნიმუშები.

წლევანდელი „ზეზვაობა“ განსაკუთრებული იმით არის, რომ საზეიმოდ გახსნიან ზეზვა გაფრინდაულის რესტავრირებულ ძეგლეს.

სახალხო დღესასწაული 1659 წლის ბახტრიონის აჯანყების გმირის, ზეზვა გაფრინდაულის სახელს უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, ბახტრიონის აღების შემდეგ მეფემ ლაშქარს საჩუქრები მათი სურვილისამებრ დაურიგა. როდესაც თუშების ჯერი დადგა, მათ მეთაურს, ზეზვა გაფრინდაულს კითხეს, რას ისურვებდნენ თუშები საჩუქრად. ზეზვამ კი მეფეს სთხოვა, რომ თავის ნაომარ ცხენს (ლურჯას) ბახტრიონიდან ალონის ველზე გააჭენებდა და სადამდეც ცხენი ირბენდა, ის ტერიტორია თუშებს თავისი საქონლის საზამთრო საძოვრებად გადასცემოდათ. მეფე დათანხმდა, ზეზვას ლუჯამ კი ბახტრიონიდან ე.წ. ტახტის გორამდე ირბინა (დაახლოებით 15-16 კილომეტრი) და ტრაგიკულად დაეცა.

„ზეზვაობა“, ტრადიცულად მაისის ბოლო კვირაში აღინიშნება და მისი მიზანი ზეზვა გაფრინდაულის სახელის უკვდავყოფაა.

ღონისძიება სოფლების – ქვემო და ზემო ალვნების ადმინისტრაციების, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის და არასამთავრობო ორგანიზაციების – „თუშეთის განვითარების ფონდისა“ და „თუშური ბრენდის“ ორგანიზებით იმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]