weather cur horoscope tv
აგვისტო 08, 2020

ფოთის ბაზარში ხანძრის შედეგად 70-მდე მაღაზია დაიწვა

10:16 ორშაბათი, 10 ივლისი 2017 hits 1230

ფოთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილით გაჩენილი ხანძრის შედეგად 70-მდე მაღაზია დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. დაზარალებულების თქმით, სავაჭრო ცენტრში ღამით ელექტროენერგია გათიშული იყო.

მაღაზიების მფლობელების ფიქრობენ, რომ ხანძარი სპეციალურად გააჩინეს. ფოთის მერის ირაკლი კაკულიას ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 2 000 მ2 ფართობი.

„ძალაინ მძიმე მდგომარეობაა. იწვის ის ადგილი, სადაც ყველაზე ძვირადღირებული საქონელი იყო. მიკვირს უბრალოდ, კითხვა ჩნდება ალბათ, მთელს საქართველოში რატომ ჩნდება ეს ხანძრები აი ასე და ალბათ, დაადგენენ ამას ყველაფერს“ - განაცხადა ირაკლი კაკულიამ.

მისივე თქმით, ზარალის დასათვლელად სპეციალური კომისია შეიქმნება.

ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე 150-მდე სავაჭრო ობიექტია განთავსებული. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე 9 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

მიმდინარე თვეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა საქართველოში, როდესაც სავაჭრო ცენტრს ხანძრი გაუჩნდა. 2 ივლისს დაიწვა თბილისში, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე არსებულ სამსართულიანი შენობა, სადაც ავტონაწილები იყიდებოდა. ხანძრის შედეგად 2500 კვადრატულ მეტრამდე ფართობი განადგურდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დადგენილი არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]